რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ნავალნის მემორიალის დემონტაჟი მიმდინარეობს

05.03.24 18:48
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ნავალნის მემორიალის დემონტაჟი მიმდინარეობს

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ნავალნის მემორიალის დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟი რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს.

ისინი ჭრიან ყვავილებსა და ლენტებს, რომლებიც ნავალნის მხარდამჭერებმა ღობესთან მისი დაკრძალვის დღეს დატოვეს. ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები, ნავალნის მხარდამჭერები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მემორიალზე დარჩენილი ყველაზე ძვირფასი ნივთები: კერძოდ, პლაკატები, სანთლები და ყვავილები. 

მსგავსი სიახლეები