ვის უშვებენ და ვინ რჩება კობახიძის კაბინეტში?
რატი ბრეგაძე ირაკლი კობახიძის პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში. მინისტრი ღარიბაშვილის გარემოცვიდან არ გამორიცხავს, რომ ახალმა პრემიერმა შესაძლოა, სახლში გაუშვას. ბრეგაძე ამბობს, რომ კობახიძესთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა თანამდებობის შენარჩუნების გარანტია არ მიუღია. ირაკლი კობახიძე როგორც ჩანს, არჩევნებს მისთვის სანდო მინისტრებთან ერთად ჩაატარებს. ცხელი გაზაფხული სამთავრობო კაბინეტში უკვე დაანონსებულია.
კობახიძეს გადაწყვეტილი აქვს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა, ნაკლები ხმაურის გარეშე მთავრობა ღარიბაშვილის კადრებით სრულად გაწმინდოს.
"პირველების" ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამშრომლებს უკვე უთხრა, რომ სულ ცოტა ხანში სახლში წავა, თუმცა ოთარ შამუგია თუმცა ღარიბაშვილის გუნდიდან მარტო არ იქნება , ვისაც კობახიძე გაშვებას უპირებს.