სკანდალური დოკუმენტები სენატიდან - საქართველომ ამერიკიდან მიკროჩიპების იმპორტი 3 300% გაზარდა

05.03.24 20:02
სკანდალური დოკუმენტები სენატიდან - საქართველომ ამერიკიდან მიკროჩიპების იმპორტი 3 300% გაზარდა

საქართველომ ამერიკიდან მიკროჩიპების იმპორტი 3 300 % გაზარდა. სად მიდის აღჭურვილობა რომელიც სამხედრო დანიშნულებისთვისაც გამოიყენება. სკანდალური დოკუმენტები პირდაპირ ამერიკის სენატიდან  რადიო თავისულებამ გაასაჯაროვა. დგინდება, რომ საქართველომ ამერიკიდან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ისეთი მიკოროჩიპების შემოტანა დაიწყო, რომელიც 2016 წლის შემდეგ არასდროს უყიდია. 

ამ მონაცემების გამო  ამერიკელ სენატორებს ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნაყიდი ამერიკული ტექნოლოგიები რუსეთში ხვდება,  პუტინის რეჟიმი კი უკრაინაში ომითვის იყენებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი. არსებობს  ეჭვი რომ ეს სწორედ ის ნაწილებია, რომელსაც რუსეთი რაკეტებისა და სხვა საბრძოლო იარაღისთვის იყენებს. 

სკანდალური დოკუმენტები სენატიდან - ინა ცარციძე ყველა დეტალით
 

მსგავსი სიახლეები