"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - რა პირობებში აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას?

05.03.24 20:14
"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - რა პირობებში აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას?

დააყენებს თუ არა "ოცნება" არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ? - ფაქტია, რომ გადამწყვეტ არჩევნებს ყველაზე არალეგიტიმური საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. უწყება, რომლის დამოუკიდებლობაზეც და შესაბამისად ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა.  უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ისე დააანონსა, რომ ზურაბიშვილის   შენიშვნებიც კი არ წაიკითხა. ცვლილებებით პრეზიდენტი ცესკოდან სრულად გამიჯნეს,  ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილე კი პოსტიდან გადააყენეს. 

ანუ ცესკო  სრულად  მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ გადადის. რატომ არ ასრულებს ხელისუფლება ევროკავშირის დირექტივებს? - ამ კითხვაზე უმრავლესობას დღეს პასუხი არ ჰქონდა. ისევე როგორც დღევანდელი სხდომის დებატების მთავარ თემაზე. რატომ არის საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტი ყველაზე ძვირი რეგიონში. ოპოზიციის კონკრეტულ კითხვებს მმართველი გუნდი ქილიკით იცილებდა. ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე საუბარი  არ სურდათ, ამიტომ  პასუხების ნაცვლად  ისევ ოპონენტებზე თავდასხმა გადაწყვიტეს.

რა ხდებოდა  სხდომათა დარბაზში?- რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები