კალანდარიშვილის დიდი ქონება - სისტემა ცესკოს შეფის დასაცავად
გიორგი კალანდარიშვილი "ტვ პირველის" წინააღმდეგ - ცესკოს თავმჯდომარის თავის მართლების მცდელობა ეპისტოლარულ ჟანრში მისი დიდძალი უძარვი ქონების დასაბუთებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. რაც მეტი დაწერა, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ამტკიცებს, რომ ერთი ბინა მემკვიდრეობით ერგო, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არსად იძებნება. ასევე გვარწმუნებს, რომ რამდენიმე ბინა ერთ კორპუსში სხვადასხვა პირებისგან შეიძინა, თუმცა დოკუმენტებით დგინდება, რომ გამყიდველი ერთი პროვნებაა.
კალანდარიშვილს არც ის აწუხებს, რომ დამატებით შემოსავალს რუსეთის მოქალაქეებისგან იღებს. ამბობს, რომ ბინებს ეთნიკური ნიშნით არ აქირავებს და კანონი მორალურ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმვანელის ქონებას კი დღეს ოცნების მთელი შემადგენლობა გადაეფარა. უმრავლესობის წევრები რიგში იდგნენ, მათი რჩეული ცესკოს თავმჯდომარე დასაცავად. ამტკიცებენ, რომ კალანდარიაშვილის დისკრედიტაცია ოპოზიციის გეგმის ნაწილია და მის გადაყენებას ისახავს მიზნად.