ნიკა მელიას გუნდი საარჩევნო კამპანიას გახსნილად აცხადებს - ვინ უერთდება ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს
ნიკა მელიას გუნდი საარჩევნო კამპანიას გახსნილად აცხადებს - ენმ-ის ყოფილი ლიდერი ჯერ საჯაროდ არ ჩნდება, თუმცა მომავალ ამომრჩეველს სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინა, რომ მისი პარტია არჩევნებზე ოთხი ნომრით გავა. ეს ნომერი კი მას ნიკა მაჭუტაძემ გადაულოცა, თუმცა რის სანაცვლოდ ამის შესახებ ღიად ჯერ არავინ საუბრობს.
პარტიის ნომრის გარდა მელიას გუნდში მთავარი პოლიტიკური ინტრიგა ისევ პასუხგაუცემელია. შეძლებენ თუ არა ერთად თანამშრომლობას ნიკა გვარამია და ნიკა მელია? ენმ-ის ექს თავმჯდომარისგან განსხვავებით, ნიკა გვარამია მედიას ეუბნება, რომ საარჩევნო ნომრის შერჩევაში მას მონაწილეობა არ მიუღია, მელიასთან კი კონსულტაციები ჯერ დასრულებული არ არის.