ვის შეეხება ამნისტია? - "ოცნებამ" შესაძლოა წინასაარჩევნოდ პატიმრებს ციხის კარი გაუხსნას
"ქართული ოცნება" ამნისტიის პროექტზე მხარდაჭერას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა დღეს პირველად "პირველებს" დაუდასტურა, რომ შესაძლოა მმართველმა პარტიამ წინაასაარჩევნოდ პატიმრებს ციხის კარი გაუხსნას. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ჯერ უნდა გაირკვეს, ვის შეეხება შეღავათები. ეს განცხადება კი ტოვებს განცდას, რომ ოცნება რომელსაც საარჩევნო ხმებზე ნადირობა უკვე გამოცხადებული აქვს, ოპოზიციის ინიციატივას კანონად აქცევს.
ვის შეეხება ამნისტირებული მუხლები? დღეს კანონპროექტის ავტორმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეღავათები უნდა გავრცელდეს ყოფილი თანამდებობის პირებზეც. ახლა საინტერესოა მოხვდება თუ არა მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. იაგო ხვიჩია პირველებს უდასტურებს, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის წევრებთან აქვს. მათ შორის საუბარი სხდომათა დარბაზში დღეს ჩვენმა კამერამაც გადაიღო.