ტვ პირველის ჟურნალისტზე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ტვ პირველის ჟურნალისტზე თავდამსხმელი, წალკის არაფორმალური მმართველი, გოჩა აფრასიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გოჩა აფრასიძე ციხეს 10 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება მოძალადის გათავისუფლების შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ცოტა ხნის წინ მიიღო და გადახდის 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი წალკაში მოხდა. სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა, რომელიც რაიონში არაფორმალური დაჯგუფების ლიდერად ითვლება, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანა აპარატურა.
პოლიციამ ძალადობასა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული გუშინ დააკავა.