კობახიძის დედის სარჩელი ტვ პირველის წინააღმდეგ - პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია

05.03.24 20:36
კობახიძის დედის სარჩელი ტვ პირველის წინააღმდეგ - პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია

კიდევ ერთი პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია. მოსამართლე ოთარ სიჭინავამ პრემიერის დედის სარჩელი ტვ პირველის წინააღმდეგ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ჩაქუჩის ერთი დარტყმით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დააკანონა, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი უკვე ხანდაზმული იყო.  დადგებოდა თუ არა ეს განაჩენი თამარ ზაალიშვილი პრემიერის დედა რომ არ ყოფილიყო - ეს კითხვა დღეს პირველებმა მოსარჩელესაც დავუსვით. 

არანაკლებ საინტერესოა თავად მოსამართლის წარსული საქმიანობა, რომლის სახელი  არაერთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის  არის   რუსთავი 2-ის და კაბელების ხმაურიანი პროსცესებიც.  დღეიდან კი ოთარ სიჭინავას სამსახურეობრივ ბიოგრაფიაში ტვ პირველის   საქმეც ჩაიწერება, როგორც ჟურნალისტების გაჩუმების კლასიკური მცდელობა.  იურისტები ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ ბოლო ინსტანციაც პოლიტიკურ ვერდიქტს გამოიტანს საქმე ევროსასამართლოში წავა.

კობახიძე ტვ პირველის წინააღმდეგ - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები