Facebook, Messenger და Instagram ეტაპობრივად ირთვება
Facebook, Messenger და Instagram ეტაპობრივად ირთვება. მანამდე META-ს აპლიკაციები მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობდა.
ვიცით, რომ ადამიანებს ჩვენს სერვისებზე წვდომა უჭირთ. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ", - ამის შესახებ META-ს სპიკერი, ენდი სტოუნი X-ზე წერს. ამ დროისთვის კომპანიას სხვა, დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია.
DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 56% ამბობდა, რომ შეფერხებით მუშაობდა ვებგვერდი, 24% წერდა არ მუშაობდა აპლიკაცია, 20% კი ამბობდა, რომ Facebook-ზე საერთოდ ვერ შედიოდა.
ანალოგიური პრობლები შეინიშნება Instagram-ზეც. მომხმარებლების დიდი ნაწილი ( 62%) აპლიკაციით საერთოდ ვერ სარგებლობდა.