ერთგვარი თამაშია, რომელიც გირჩის ხელით კეთდება - წულაია ამნისტიის კანონპროექტზე
„ასე მგონია, ნაციონალური მოძრაობა, გირჩი გუდუნა ივანიშვილებად იქცნენ და მათ პოზიციებს სხვადასხვა მხრიდან სთავაზობენ საზოგადოებას,“ - ამ განცხადებით ეხმაურება „გირჩის“ ინიცირებულ ამნისტიის პროექტს ჟურნალისტი ირაკლი წულაია.
წულაიას შეფასებით. მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე არავინ გამოუშვებს, შესაბამისად, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ „გირჩი“ ენმ-სა და ოცნების „ბუფერად“ იქცა.
რეალურად, გირჩს რომ ადამიანების ბედი აწუხებდეს, მიხეილ სააკაშვილს არ მოახვედრებდა ამ ამბავში და ისე წარმოადგენდა ამ ამნისტიის პროექტს. ილუზია თუ აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვინმე რამის ამნისტიას დათანხმდება ან წლები მოაკლდება ვინმეს, ძლიან შემცდარა. ეს არის ერთგვარი თამაში, რომელიც გირჩის ხელით კეთდება საქართველოში და უნდათ, რომ რაღაცის საპირწონედ სააკაშვილს დააკლონ წლები და ეს თავისი ხელით რომ გააკეთონ, მათი ამომრჩეველი ამას არ მოუწონებენ,“ - ამბობს ირაკლი წულაია.