მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის, რა უშლიდა ხელს ორ პარტიას? - მეგრელიშვილი "ლელოს" და გახარიას პარტიას
„ახლა საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე ციხიდან გამოვა, არამედ საუბარია, რომ სასჯელის ხანგრძლივობა შემცირდეს გარკვეული კატეგორიებისთვის,“ - ასე ხსნის ამნისტიის კანონპროექტის საჭიროებას „გირჩის“ წევრი ვახო მეგრელიშვილი.
როგორც ვახო მეგრელიშვილი ამბობს, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ვარაუდი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებით არ არიან ადამიანები პატიმრობაში.
მეგრელიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ამნისტიის პროექტის დამტკიცება.
„ოცნებისთვის“ ეს იყო გამოწვევა, რომ თუ ის არ დათანხმდებოდა, აქეთ იქნებოდა მთელი ოპოზიცია, რომელიც რაღაც თემაზე მაინც იქნებოდა შეთანხმებული.
ჩვენ კანონპროექტის მხოლოდ ავტორები კი არა, თანაავტორები ვართ, იმიტომ, რომ იქ რომ რაღაცები წერია, ამას არ შეეხოს, იმას არ შეეხოს, მაგალითად, ენმ-ის წევრების მონაწილეობით ხდებოდა. ისევე, როგორც დეკემბერში ამის შესახებ ვუთხარით „ლელოს“, გახარიების პარტიას, მათი მხრიდან მანამ, ვიდრე ეს საჯარო არ გახდა, არანაირი შიდა კომუნიკაცია, მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა თუ სხვა თემა, უბრალოდ ხომ არ დაგესიზმრებოდა, მომენტი დადგა და ჩვენ ამ პრო პარტიის მხრიდან მივიღეთ რადიკალური წინააღმდეგობა.ჩვენ მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის, რა უშლიდა ამ ორ პარტიას, ჩვენი პოზიცია ხომ ბევრად ძლიერი იქნებოდა, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ყველანი ერთად და ახლა რომ არ გვქონოდა საკამათო და გიჟურ ბრალდებებზე საპასუხო ამ ბრალდებებზე," - ამბობს მეგრელიშვილი.