EPP კონგრესზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა EPP-ის ხმის უფლების მქონე, ასოცირებულ წევრად მიიღეს
ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის, EPP კონგრესზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა EPP-ის ხმის უფლების მქონე, ასოცირებულ წევრად მიიღეს.
ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის, EPP კონგრესზე მონაწილეობას იღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და პარტიის საერთშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.
დღეს, პოლიტიკურ ასამბლეაზე, ამ საკითხის კენჭისყრამდე, ევროპის უდიდესი ქრისტიან დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანების, ევროპულ პარტიათა წარმომადგენლებს, ენმ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ მიმართა.
გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, წელს საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებასა და პუტინის პირადი პატიმრის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობას.
მან ევროპელ კოლეგებს, მადლობა გადაუხადა, ამ საკითხებში ენმ მხარდაჭერისათვის.
ამიერიდან ენმ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე 4 ხმის უფლების ისარგებლებს.
ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი მუშაობას 7 მარტის საღამოს დაასრულებს.