წალენჯიხაში ტყის მასივი იწვის - სახანძრო მანქანა ლოკაციამდე ვერ მიდის

05.03.24 22:42
წალენჯიხაში ტყის მასივი იწვის - სახანძრო მანქანა ლოკაციამდე ვერ მიდის

წალენჯიხაში, ჯგალის თემში ტყის მასივი იწვის. ინფორმაციას და ვიდეომასალას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ბელქანიას ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ხანძრის კერამდე მისვლას ვერ ახერხებს რთული რელიეფის გამო. 

ჯგალი მუხურის კვეთაზე, ზუმის მხრიდან ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. სახანძრო სამაშველო მანქანა მისასვლელ გზებს ეძებს. სამწუხაროდ სახანძრო მანქანა ლოკაციამდე ვერ მიდის. მობილიზებულია ასამდე მეხანძრე. დაახლოებით ცეცხლი ათ ჰექტარზეა მოდებული. 
დეტალებს ვაზუსტებთ და მოგაწვდით ინფორმაციას.
სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი,  მოქალაქის მხრიდან დაუდევრობა გახდა," - წერს ბელქანია.

მსგავსი სიახლეები