ბიუჯეტის ქურდები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ - ლევან კომახიძე ქობულეთის მერიაში არსებულ მასშტაბურ დარღვევებზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა კომახიძე ქობულეთის მერიაში არსებული დარრვევების შესახებ აუდიტის სკანდალურ დასკვნას ეხმიანება და პროკურატურაას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ქობულეთის მერია და მერი ლევან ზოიძე ხალხის ფულის უკანონო მითვისებაში არიან მხილებულნი და ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის უმძიმესი დასკვნა ქობულეთის მერისა და მისი სამსახურების მუშაობის შესახებ. აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს.
კერძოდ, აუდიტმა მოიკვლია, რომ მერია არ უზრუნველყოფს შესყიდვების დროულ და საფუძვლიან მონიტორინგს, რის გამოც არ სრულდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში გრძელდება უნებართვო და უკანონო მშენებლობები, რაც მერის და მერიის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს.
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს მერიის დაქვემდებარებულ შპს-სა და სამსახურებში ზედმეტად გაცემულია 270, 000 ლარი ვითომ და ხელფასების სახით. ასევე, დადასტურდა 25 000 ლარის უკანონო მითვისების ფაქტი. დადასტურდა, რომ მერიამ მიითვისა 52 ტონა საწვავი, რომლის მიზნობრივ ხარჯვას ვერ ადასტურებს.
მაშასადამე, გამოვლენილია უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მერი და მერიის სამსახურები ჩართულნი არიან ხალხის ფულის უკანონო მითვისებაში.
მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს სიახლის სამართლის გამოძიება მერის და მისი დამნაშავე სამსახურების წინააღმდეგ და ბიუჯეტის ქურდები მიეცნენ პასუხისგებაში!
ასევე, მივმართავ პირადად ლევან ზოიძეს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა!“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.