მოახლოებული არჩევნები იქნება ქართელი ხალხის შანსი, თავი დააღწიოს 12 წლიან ოლიგარქიულ მმართველობას - გიორგი ბარამიძე

06.03.24 10:42
მოახლოებული არჩევნები იქნება ქართელი ხალხის შანსი, თავი დააღწიოს 12 წლიან ოლიგარქიულ მმართველობას - გიორგი ბარამიძე

„მიუხედავად „ნაციონალური“ მოძრაობის დამფუძნებლისა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, ეს არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი თავი დააღწიოს 12 წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ EPP-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მოახლოებული არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან პირდაპირ კავშირშია. 

ბარამიძემ იმედი გამოთქვა, რომ ენმ  პრორუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებას შეძლებს მას ოპოზიციაში მშვიდობიანად გადაიყვანს. 


„2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომლის წინაშეც საქართველო დგას - პრორუსული ოლიგარქიული მმართველობა და ტოტალური სახელმწიფო მიტაცება, რისი გამოვლინებაც პოლიტიზებული სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიაა - ევროკავშირმა აღიარა ქართველი ხალხის დიდი ხნის მტკიცე ევროპული მისწრაფება, რაც ნათლად იყო გამოვლენილი არაერთ შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში. ოპოზიციის წევრის თქმით, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მოახლოებულ არჩევნების სამართლიანად ცატარებასთან პირდაპირ კავშირშია

"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ყოფილი მმართველი და ამჟამად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში, ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული გზის და არსებითი დემოკრატიული რეფორმების ავანგარდში, რაც, ჩვენი აზრით, ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და, მეორეს მხრივ, წვლილის შეტანის საშუალებაა მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაში.

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება პირდაპირ განპირობებული იქნება ამ არჩევნების ხარისხითა და შედეგებით, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და გამოწვევისა, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლისა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, ეს არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი თავი დააღწიოს 12 წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას;  დააბრუნოს ქვეყანა პროდასავლურ რელსებზე და სწრაფი ეკონომიკური ზრდის გზაზე, რაც შექმნის ღირსეულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის; 
შეაჩეროს ცუდი ეკონომიკური და სოციალური პირობებით გამოწვეული ქართველების მასობრივი ემიგრაცია; უზრუნველყოს თავისუფალი სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.

საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს. ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია შეიტანოს წვლილი და წარმართოს კონსოლიდირებული ძალისხმევა საქართველოში პროდასავლური დემოკრატიული ძალების ერთიანობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით.

2008 წლიდან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს პატივი იყოს ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირებული წევრობის სტატუსი "ნაციონალურ მოძრაობას' კიდევ უფრო მეტ უფლებას მისცემს შეასრულოს მთავარი როლი საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში და უზრუნველყოს ქვეყნის ევროინტეგრაცია უახლოეს წლებში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ენმ შეძლებს ამ პრორუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებას და მშვიდობიანად გადაიყვანს მას ოპოზიციაში.

ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩემი პარტიისთვის ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მადლობა ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები