ეს არის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისთვის ძალის ჩვენება - ნოდარ მელაძე

03.07.21 11:09
ეს არის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისთვის ძალის ჩვენება - ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე მოსამართლის გუშინდელ  გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტზე თავდამსხმელი 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ნოდარ მელაძის შეფასებით, ეს არის საშიში თამაში სასამართლოს მხრიდან და ხელისუფლების გაფრთხილება, რომ ჟურნალისტებმა პრობლემები არ გააშუქონ. 

დღეს სასამართლომ თქვა, რომ მმართველი ელიტის კონტროლირებად დაჯგუფებებს აქვთ უფლება, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, მაგრამ ამასთანავე დღეს, სასამართლომ გვითხრა და საქართველოს  მოსახლეობას უთხრა, რომ ხვალ თუ ვინმე მივა ნებისმიერ მოქალაქესთან მას  ფიზიკურად გაუსწორდება, პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეუშლის  მას ციხეში არ გაუშვებს. ეს არის ძალიან საშიში თამაში სასამართლოს მხრიდან, ეს არის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისთვის ძალის ჩვენება, რომ თუ ისევ დასვამთ კრიტიკულ კითხვებს, თუ ისევ გექნებათ განსხვავებული მოსაზრება, თუ ისევ წახვალთ გაჭირვებული ადამიანების პრობლემების გასაშუქებლად - ერთი მხრივ, ჩვენი ზონდერები თქვენ გცემენ, ფიზიკურად გაგისწორდებიან და სასამართლო მათ ციხეში არ გაუშვებს", - ამბობს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს 30 ივნისს იმ დროს დაესხნენ, როცა მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ადგილზე ჩავიდნენ."პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.