"ხელისუფლებამ ლეგიტიმური მიზეზები უნდა წარმოადგინოს" - ხიდაშელი მიკროჩიპების იმპორტზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ მიკროჩიპები, რომლის ექსპორტიც საქართველომ 300%-ით გაზარდა, რუსეთისთვის იყოს განკუთვნილი. "სამოქალაქო იდეის" ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული მიკროჩიპები, როგორც წესი, ოკუპანტ ქვეყანაში მესამე ქვეყნების გავლით შედის.
ხიდაშელის თქმით, ახლა განმარტებები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.
ამ პროდუქციას თუ გაყვებით ახლა თქვენ, დიდწილად რუსეთში გატანას ვერ იპოვით, სტატისტიკურად უფრო მეტი იქნება გატანილი სხვა ქვეყნებში, იმიტომ, რომ ეს არი გზა, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ გადის საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდი არიდების გზა. ეს არის იმ სახელმწიფოების საშუალებით, რომლებიც იგივე აშშ-ს მიერ გამოცხადებულები არიან როგორეც მაღალი რისკის ზონაში მყოფი ქვეყნები. მაგალითად, ყირგიზეთი, სომხეთი. დაახლოებით 700-ჯერ გვქონდა გაზრდილი ყირგიზეთთან ვაჭრობა, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს, იმიტომ, რომ ყირგიზეთი უღარიბესი ქვეყანაა და წარმოუდგენელია ახლა უცებ გაგიჟდნენ საქართველოდან იმპროდუქციის რეექსპორტზე. ამიტომ, თუ ვაპირებთ, რომ მივყვეთ ამას, უნდა ვეძებოთ მესამე ქვეყნები. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ლეგიტიმური მიზეზები, ლეგიტიმური საფუძვლები ყოველი ასეთი მონაცემის გასაბათილებლად, - ამბობს თინა ხიდაშელი.
საქართველომ ამერიკიდან მიკროჩიპების იმპორტი 300%-ით გაზარდა. სენატიდან გვარცელებული ინფრომაცია "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროა. დგინდება, რომ რუსეთ-უკრაინის შემდეგ ქვეყანაში ისეთი მიკროჩიპების შემოტანა დაიწყო, რომელიც 2016 წლის შემდეგ აღარ შემოსულა.
არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტული მიკროჩიპები არა საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის იყო განკუთვნილი.
სკანდალურ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით დუმილით პასუხობს.