ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი - საკითხზე დღეს ევროსაბჭოში იმსჯელებენ

06.03.24 11:55
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი - საკითხზე დღეს ევროსაბჭოში იმსჯელებენ

რატომ არ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს? - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი დღეს პარიზში განხილვის მთავარი თემა იქნება, სადაც მონიტორინგის საბჭოს სხდომაა ჩანიშნული. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დაამატეს, რაც "ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დააანონსა.

სხდომას ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებიდან გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი დაესწრებიან. 

ენმ-ს წევრი ანა წითლიძემ ამბობს, რომ მონიტორინგის საბჭოს წევრები ხელისუფლებას მოითოხვენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე ცვლილებები ვენეიის კომისიაში კიევ ერთხელ გადაიგზავნოს. 

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ცვლილებები, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო "ქართულმა ოცნებამ" არის პრობლემური და თვლიან, რომ ეს ცვლილებები არ არის ის, რაც გააუმჯობესებს საქართველოში საარჩევნო გარემოს და შექმნის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მე მთელი დღის განმავლობაში მქონდა შეხვედრები მონიტორინგის საბჭოს წევრებთან და მათი მოთხოვნა არის ის, რომ ვეტოს დაძლევამდე, ეს გადაიგზავნოს კიდევ ვენეციის კომისიაში და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჰქონდეს შესაძლებლობა იმის, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, - ამბობს ანი წითლიძე. 

ხელისუფლება კი ისევ ამტკიცებს, რომ მიიღებენ ისეთ კანონს, რომელიც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. 

გახსოვთ თქვენ მიშელის შეთანხმების მიხედვითო, აბა, როგორ შეიძლება მაგას გვერდი ავუაროთო, ის უნდა გავიტანოთო, ქეთ ევროკომისიი რეკომენდაციებიო... იმ მოტივირებულ შენიშვნებში, რაც გადმოაგზავნა, რაც აბსურდია, საერთდო ახალ ხედვას გვთავაზობს. ესე იგი, შესაძლებელი ყოფილა, ხომ? ქვეყნის ინტერესებშ არც არის, სწორედ ისეთ კანონებს მივიღებთ, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სამართლიან არჩევნებს, ასევე, ჩვენს შემდეგ ევროინტეგრაციას, - თქვა ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია ახლა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად ემზადება. ახალი კანონის მიხედვით, ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებს მხოლოდ "ოცნების" სანდო და მხარადჭერილი კადრი ჩაატარებს. აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უკვე დაადო, "ოცნება" კი მის დასაძლევად ემზადება. 

მსგავსი სიახლეები