რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - საკითხზე დილიდან საქართველოს პარტნიორები და ექსპერტები მსჯელობენ
უსაფრთხოების გამოწვევები, როცა შენი მეზობელი რუსეთია - დილიდან საკითხზე საქართველოს პარტნიორები და ექსპერტები მსჯელობენ. დიპლომატები მთავარ პრობლემას არა მხოლოდ რუსეთის აგრესიაში ხედავენ, არამედ მის მცდელობებშიც, ჩაერიოს შიდა პოლიტიკაში. ეს საფრთხეები კი, მათი თქმით, გადამწყვეტი არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო საყურადღებო და საშიში ხდება.
რონდელის ფონდის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს ელჩი ესწრება. რობინ დანიგანი ყურადღებას რუსული საფრთხეების გარდა დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ამახვილებს.
განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება და დემოკრატია ამ რეგიონში. საქართველოს რთულ სამეზობლოში უწევს ცხოვრება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხები. ჩემის მხრივ ვისაუბრებ იმაზე, თუ რისი მოტანა შეუძლია დემოკრატიას. ეს არის საუკეთესო მმართველობის ფორმა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მშვიდობა, ინკლუზიორობა და გავითარება ქვეყნისთვის. საქართველომ დემოკრატიის მნიშვნელობის გზაზე, მე ვფიქრობ, რომ ღირსშესანიშნავ პროგრესს მიაღწია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ახლაც დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას, - განაცხადა დანიგანმა.
ოპოზიცია კი საფრთხეს "ქართულ ოცნებაშიც" ხედავს. მათი ტქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს.
რუსეთს ენება ყველა მცდელობა, რომ არჩევნების შედეგზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ აქვე, სამართლიანობა მოითხოს, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ბრწყინვალედ ასრულებს რუსეთის გეგმებს ისე, რომ პირდაპირ კრემლის და პუტინის ჩარევა არ გახდეს ქვეყანაში საჭირო. ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ხელისუფლების, ნებისმიერი ნაბიჯი ააცდინოს ქვეყანა ევროკავშირის გზას და არჩევნები არის ევროკავშირის რეკომენდაციებში როგორც ერთ-ერთი მოთხოვნა 9-დან, იქნბეა პირდაპირ რუსული საქმის კეთება, - ამბობს "სამოქალაქო იდეის" ლიერი თინა ხიდაშელი.