შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებების დაწყებაა და იმედი გვაქვს, რომ აქამდე საქართველო სწრაფად მივა - ჰერჩინსკი

06.03.24 12:31
შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებების დაწყებაა და იმედი გვაქვს, რომ აქამდე საქართველო სწრაფად მივა - ჰერჩინსკი

"შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკებების დაწყებაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპამდე საქართველო სწრაფად მივა", - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

ჰერჩინსკი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას 9 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად 2024 წელს ჩასატარებელი არჩევნებისა, ამჟამინდელი ხელისუფლება შეძლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყანას ევროპულ ოჯახში გააწევრიანებს.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანამ საბოლოო მიზანს მიაღწიოს, უნდა გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი. შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკებების დაწყება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპამდე საქართველო სწრაფად მივა. ამისთვის შესასრულებელია 9 დათქმა და ამ დათქმების შესრულების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ იმ მოხსენებაზე მუშაობა, რომელიც ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს და ამისთვის ვიმუშავეთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრამდე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.

მე ვიცი, რომ წელს საქართველოში არჩევნებია და მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები დიდ ყურადღებასა და ენერგიას წაიღებს ყველა პოლიტიკური ლიდერისგან, მე იმედი მაქვს, რომ 9 დათქმაზე მუშაობა გაგრძელდება და ოქტომბრისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული", - თქვა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები