ჩინოვნიკი ნარკოსკანდალის გამო გადადგა - რას ამბობენ აჭარის განათლების სამინისტროში? (ვიდეო)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აკაკი ძნელაძე, სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის შვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს.
"ტრაგედიაა ყველასთვის, არავინ არ არის დაზღვეული" - ამბობს ძნელეძე.
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
თამარ გუდავა თანამდებობიდან გადადგა.