ძიუდოისტი, რომელიც სასამართლოს ემალება, ტვ პირველმა სტადიონზე დააფიქსირა
ძიუდოისტი, ბადრი გავაშელიშვილი, რომლის ცემასაც უგულავას ედავებიან, ტვ პირველის კამერამ სტადიონზე დააფიქსირა. გავაშელიშვილი გუშინ სასამართლოზე არ გამოცხადდა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უშლის. ტვ პირველის კითხვებზე ძიუდოისტი აგრესიით პასუხობს.
გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გავაშელიშვილი სასამართლო პროცესებს არ ესწრება და მართმსაჯულების კითხვებს თავს არიდებს.