"ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად ემზადება

06.03.24 15:35
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად ემზადება

შალვა პაპუაშვილის შემდეგ უკვე სრულიად "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად მზადება დაიწყეს. სწორედ ოპოზიციის და ზურაბიშვილის შეთანხმებული მოქმედებით ხსნის მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს და საარეჩევნო კოდექსის გამო ოპოზიციის კრიტიკასაც. მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირეით საზოგადოებაში კითხვები არ იყოს. 

ზოგადად, გარკვეულ მცდელობებს, რაც არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ არის, სწორედ ასე იკითხება, რომ იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით იყოს კითხვის ნიშნები და კიდევ ერთხელ: ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად  ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კითხვნის ნიშნები არ არსებობდეს, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

სახელისუფლებო გუნდის წევრი გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას მარცხი გარანტირებული აქვს, ამიტომ ახლა ოპონენტები თადარიგს იჭერენ, რათა შემდგომ თქვან, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო. 

არის მცდელობა, რომ კანონმებლობა, რომელიც არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ისე წარმოაჩინონ, თითქოს რაიმე არასწორად არის დარეგულირებული. ფაქტობრივად, მათ იციან, რომ ამ არჩევნებში ისინი დამარცხდებიან და არჩევნების შემდგომ რომ ჰქონდეთ სათქმელი ის, რომ თურმე არჩევნები ჩატარდა ამა თუ იმ დარღვევით, თავიდანვე ხდება ამ პროცესისთვის შემზადება, - ამბობს გიორგი კახიანი. 

ამავე აზრს იზიარებს ნიკოლოზ სამხარაძეც, თუმცა ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის "ჩანაფიქრის" არ ეშინია.  

ჩვენ არალეგიტიმურად გამოცხადებას კი არ ვფიქრობთ, კი არ გვეშინია ამის, ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ოპოზიცია შეეცდება, რომ არჩევნები წარმოაჩინოს არალეგიტიმურად, იმიტომ, რომ ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს არაერთხელ. ზურაბიშვილის ინტერესში, მემგონი, მან უნდა განმარტოს თვითონ, პრინციპში, ვეტოში მაინც და მაინც ნათლად არ ჩანს ეს ყველაფერი, შესაბამისად, მემგონი, თითონ გამოჩნდა ამ პროცესით, რომ ვერ ხერხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, პროცესი არის ჩიხში და როდესაც პროცესი არის ჩიხში, მაშინ ამას სჭირდება ახლებური საკანონმდებლო გადაწყვეტილება, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

 


 

მსგავსი სიახლეები