პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი გადაიხდიდა 55-60 ლარს, დღეს იხდის 109 ლარს - ლევან ხაბეიშვილი

06.03.24 15:09
პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი გადაიხდიდა 55-60 ლარს, დღეს იხდის 109 ლარს - ლევან ხაბეიშვილი

“პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი გადაიხდიდა 55-60 ლარს, დღეს იხდის 109 ლარს"- ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლა იმის გამო, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს.“ - ამბობს ხაბეიშვილი. 

 “პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 5-6-7 წლის წინ დიასახლისი გადაიხდიდა 55-60 ლარს, დღეს 109 ლარი დაუჯდა ადამიანს, რომელმაც ეს პროდუქტები შეიძინა და ცხადია ყველას გვესმის, რომ პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, რადგან ყოველდღიურად ეხებიან ამას, რადგან ცეცხლის ფასებია მაღაზიაში, მარკეტებში და ბაზარში. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლის და კითხვებზე, რომელიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, ვალდებულია ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილის პარტია გასცეს პასუხი.“-  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მეშინია უკვე მაღაზიაში შესვლი - ამბობენ მოქალაქეები. 

„შევიძინე პირველადი მოხმარების პროდუქტი. სიმართლე რომ გითხრათ მეშინია უკვე მაღაზიაში შესვლის, რადგან ყოველდღიურად პროდუქტი ძვირდება. ის, რაც დაგეგმილი მაქვს, რომ ვიყიდო ელემენტარულად ოჯახისთვის, ფიზიკურად ვერ ვყიდულობ მარტო იმიტომ, რომ ყოველდღიურად ძვირდება. შეიძლება გადადებული მქონდეს იმისთვის, რომ ბავშვს სასუსნაო ვუყიდო, მაგრამ შეიძლება ისიც ვერ შევიძინო. სამწუხაროა, რომ ფასების ზრდასთან ერთად იკლებს  პროდუქტის წონა, თუნდაც ბრინჯი, რომელიც ერთი კილო უნდა იყოს, შაქარი, რომელიც ერთი კილო უნდა იყოს, უკვე არის 900-800 გრამი. ესეც ხომ აკლდება ოჯახს, რატომ არ უნდა შემეძლოს ვიყიდო კარაქი, რომ ბავშვს დილით პურზე წავუსვა და გავუშვა სკოლაში. იგივე შემიძლია ვთქვა ხილზეც, რატომ უნდა იყოს ხილი ასეთი ძვირი, რატომ უნდა იყოს მწვანილი ასეთი ძვირი., როცა ქვეყანას იმხელა რესურსი აქვს, როცა გორში იმდენი ვაშლია, როცა მარნეულში იმდენი მწვანილია რატომ უნდა ღირდეს 40 გრამი მწვანილი ერთი ლარი, როცა ეს არის თეთრების. ყოველდღიურად საგანგაშო მდგომარეობაა ოჯახისთვის, დიასახლისისთვის, რომელსაც უწევს ოჯახის შენახვა, რომელსაც უწევს ბავშვისთვის სადილის გაკეთება, ბავშვს კიდევ ვერაფერს მოაკლებ, გინდა არ გინდა სხვა რაღაცებს იკლებ.“ - განაცხადა ელენე ღრუბელაძემ.
 

მსგავსი სიახლეები