ახალი შეთქმულება "ოცნებისგან" - ხელისუფლება პრეზიდენტს არჩევნების წინასწარ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

06.03.24 20:39
ახალი შეთქმულება "ოცნებისგან" - ხელისუფლება პრეზიდენტს არჩევნების წინასწარ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

რას აკეთებს "ქართული ოცნება" ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად? - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე მსჯელობს. მთავარი განსახილველი თემა საარჩევნო რეფორმა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია. ამ მხრივ კი საქართველოს სრული ჩავარდნა აქვს. საარჩევნო კოდექსში არც ერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის. ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ არ აპირებს იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელიც მას ძალაუფლებას დააკარგვინებს. 

პრეზიდენტი და ოპოზიცია ამზადებს ნიადაგს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს - "ოცნებამ" უკვე დაიწყო პრევენციული კამპანია. წინასწარ იციან, რომ ამ პირობებში 2024-ის არჩევნების ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და შესაბამისად საპასუხო თავდასხმაზე გადავიდნენ. "ჩვენ საცდელი ცხოველები არ ვართ" - ასე მიმართავს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიას, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე მხოლოდ ფორმალობაა და რეალურად შემოდგომაზე ქვეყანა ბრიუსელში ისევ შეუსრულებელი საშინაო დავალებით წარდგება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები