ბოლო ერთ წელში კიდევ უფრო გამდიდრებული მოსამართლე - საიდან ამდენი ფული

06.03.24 20:32
ბოლო ერთ წელში კიდევ უფრო გამდიდრებული მოსამართლე - საიდან ამდენი ფული

ბოლო ერთ წელში კიდევ უფრო გამდიდრებული კლანის შეფი გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეს დედამ 50 ათასი დოლარი აჩუქა. მშობლისგან ფულის მიღება დროში ემთხვევა სახლის მშენებლობის დაწყებას, რომელიც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა მასში ნახევარ მილიონზე ბევრად მეტი უკვე დახარჯა. მხოლოდ მიწაში კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ 90 ათასი დოლარი გადაიხდა. 

ეს ყველაფერი მოსამართლე მიქაუტაძემ ბოლო ერთ წელში დააგროვა, მანამდე კი მის სახელზე ირიცხება ბინა და ავტოფარეხები თბილისის ცენტრში, მიწები ამბროლაურში და ძვირადღირებული ავტომობილები. გასულ წელსაც მოსამართლე დედამ უხვი საჩუქრით დააჯილდოვა და მის ანგარიშზე 100 ათასი დოლარი ჩარიცხა. დიდი უძრავი ქონების მფლობელია მიქაუტაძის ცოლიც, რომელიც ასევე  უვადო დანიშნული მოსამართლეა. საიდან ამდენი ფული კლანის შეფს? ეს ფაქტები მკვლევარებისთვის კიდევ ერთი დასტურია, თუ რატომ არ უნდა კლანს კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბაროს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები