პრეზიდენტი "ოცნებისა" და რუსეთის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს

06.03.24 20:35
პრეზიდენტი "ოცნებისა" და რუსეთის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს

 

 

არსებობს თუ არა რუსეთისა და ქართულ ოცნების ინტერესებს შორის თანხვედრა? - "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის ნიშნები არის.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს "სიფრთხილე" ან "პირადი მენტალობის თანხვედრა" 

"არის რაღაცა ნიშნები, მეც ყველგან, რაც არ უნდა მათ თქვან, რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და ოცნებას და ა.შ. ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს და ყველგან ამას ვამბობ, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს, რომელიც არის შეიძლება სიფრთხილის ნაწილში, თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში რაღაც ცდუნებები, რაც ალბათ, არსებობს, როგორც კი ეს გავა ამის იქით და ჩნდება ნიშნები პრორუსულობის, ის მთავრობა, ის ხელისუფლება ვერასდროს იარსებებს საქართველოში, იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობა და უწყვეტი ნება საქართველოს მოსახლეობის, რომ არასოდეს არ დაუბრუნდეს რუსეთის წიაღში", - თქვა ზურაბიშვილმა. 

 მეხუთე პრეზიდენტი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს იმასაც, რომ "ვერავინ ვერ ბედავს" პრორუსულობის საჯაროდ აღიარებას.

მთავარსარდალმა ახალი პრემიერის შეცვილ რიტორიკაზეც გაამახვილა ყურადღება და კობახიძის ფერისცვალებას "საინტერესო" უწოდა: 

ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა, ჩავიდა სად - ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? - ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა", - დასძინა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით: "რეალურად, ყველა გრძნობს, მითუმეტეს არჩევნებისკენ მივდივართ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში "

მსგავსი სიახლეები