პრეზიდენტი: საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა

06.03.24 20:52
პრეზიდენტი: საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა

 

 

"საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ტვ პირველის" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალა ვერ მოვა. 

როგორც კი ეს გადაჭარბებს რაღაცა ნიშნებს, როგორც კი ეს გავა ამის იქით და ჩნდება ნიშნები პრორუსულობის, ის მთავრობა, ის ხელისუფლება, ის ძალა ვერასოდეს ვერ იქნება, ვერ იარსებებს საქართველოში.

იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობა და არსებობს უწყვეტი ნება ქართველი მოსახლეობის, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში.

ყველა გრძნობს, მითუმეტეს არჩევნების პერიოდში, როცა მივდივართ იქითკენ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში"- თქვა საქართველოს პრეზიდენტნა ნოდარ მელაძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

"პირველების" კითხვაზე, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრას, ზურაბიშვილმა თქვა:

ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ეს ჩემი საკითხი არაა"- დასძინა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები