პრეზიდენტი "ოცნებას": თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში?

06.03.24 21:18
პრეზიდენტი "ოცნებას": თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში?

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თვლის, რომ საჭიროა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს, რადგან სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში მოსახლეობას განცდა აქვს, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია.

პრეზიდენტმაჟურნალისტებმა იმ კონსპირაციის თეორიებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც  თითქოს ვინმეს ცესკოს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში.

"თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში?"- -იკითხა პრეზიდენტმა. 

მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შერეული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის ხმებს შორის ისეთი თანაფარდობით, რომ წარმოდგენა შეიქმნას, თითქოს კანდიდატის ირგვლივ რაიმე კონსენსუსი მაინც არსებობდა. ოპოზიციონერი მოადგილე, რომელიც ახალ პროექტში გააუქმეს, საჭიროა. ესეც მოსახლეობას უქმნის განცდას, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია და საქმის მიმართ მეტი ნდობა უჩნდებათ.

მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში?

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს: 

ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ვეტოს ახალ რედაქტირებაში მათ შევთავაზეთ, რომ კონსპირაციის თეორიები დასრულდეს, ცხადია, მე ვისურვებდი, რომ ცესკოს თავმჯდომარეს არაფერი მოუვიდეს. თავმჯდომარეს ეყოლებოდა ერთი მოადგილე და მეორე ოპოზიციური მოადგილე თავის ოპოზიციურ როლში დარჩებოდა, მხოლოდ საქმის კურსში იქნებოდა და ნდობის მხრივ, პროცესს რაღაცას შემატებდა.

როდის აქვს ხალხს არჩევნების შედეგის მიმართ უნდობლობა? როცა არ ენდობიან პროცესს ან იმათ, ვინც ამ პროცესს უძღვება, ამიტომ ყველას ინტერესია, რომ რაც შეიძლება მაღალი ნდობა იყოს ცესკოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიმართ.

თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება. ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები