იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ
იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ. პარტია გირჩის ლიდერს ექიმების დახმარება დასჭირდა. მან კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადასტურებს რომ შემთხვევა პარტია გირჩის ოფისში მოხდა. ხვიჩიაა ირწმუნება, რომ მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მასზე შურისძიება "ქართული ოცნების" პროპაგანდის ნაწილია.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი გამოწვეულია ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა.
მოვიდა ოფისში, გასა.რაკებლად,თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ", - ამბობს იაგო ხვიჩია.
გირჩის ლიდერი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
"არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მე თვითონ მივხედავ. დეპუტატმა ის განვაცხადო, რომ მურუსიძის სასამართლოს ვენდობი?", - ამბობს ხვიჩია.