„აფხაზეთთან კონფედერაცია" - დეტალები კონსპირაციული შეხვედრიდან

07.03.24 11:57
„აფხაზეთთან კონფედერაცია" - დეტალები კონსპირაციული შეხვედრიდან

ამ წუთებში პარტია "დროას" ოფისში იშიფრება მასალა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის და პრორუსი ბიზნესმენის კონსპირაციული შეხვედრის დეტალებს ახდის ფარდას.

"დროაში" ირწმუნებიან, რომ  რომ დავით ხიდაშელი აფხაზ სეპარატისტებთან პირდაპირ კომუნიკაციაშია, რადგან ვოლსკი და კრემლთან დაახლოებული პირი, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმთან ურთიერთობების გაღრმავებასა და დე ფაქტო მთავრობასთან არაფორმალურ შეხვედრებზე მსჯელობდნენ. 

მათი საუბრის ძირითადი თემა იყო აფხაზეთთან ურთიერთობები. მათი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ დავით ხიდაშელი არის პირდაპირ კომუნიკაციაში აფხაზ სეპარატისტებთან, მთავრობის წევრებთან. ახსენა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელზეც ამბობდა, რომ წარმოიდგინე, ის უშიშროების უფროსი არისო. გამოიკვეთა, რომ საუბარი მიდიოდა რკინიგზის აღდგენაზე. იყო საუბარი ტვირთების მოძრაობაზე. ანუ, აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე და ბიზნესურთიერთობებზე, რაც ჩვენი ოკუპაციის კანონით არის აკრძალული. ასევე საუბარი იყო ე.წ. კონფედერაციაზე აფხაზეთთან, ოსეთთან და საქართველოსთან, რაც არის რუსეთის საოცნებო გეგმა საქართველოს დაშლის. პრაქტიკულად, ჩვენ გავხდით მოწმე საქართველოს წინააღმდეგ ფარული შეთქმულების", - ამბობს "დროას" წევრი. 

ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

  1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
  2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
  3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
  4. "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
  5. "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  6. “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
  7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები