"საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს" - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია

07.03.24 12:37
"საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს" - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია

"ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიაში საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების გადაგზავნა მოუწევს - მმართველ პარტიას ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისიის დასკვნა წამოეწია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საარჩევნო ცვლილებები "სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს".

ევროსაბჭოს სურვილია ქართულმა ოცნებამ არ იჩქაროს საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა და მოითმინოს მინიმუმ იმ დრომდე, ვიდრე ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელახლა მოისმენს ვენეციის კომისიის შეფასებას.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები გამართულია და ვენეციის კომისიაში ხელახლა გადაგზავნას არ აპირებენ. მეტიც, ივანიშვილის გუნდის წევრების პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებენ.

მსგავსი სიახლეები