ვინც "ქართულ ოცნებას" შეუქმნის კოალიციას, ის "ოცნების" დანამატი იქნება - პაატა მანჯგალაძე
"ქართულ ოცნებასთან" ყველანაირი კოალიცია გამორიცხულია - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც ქართულ ოცნებას შეუქმნის კოალიციას, ის "ოცნების" დანამატი იქნება.
"არანაირი კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" არ იქნება, რატომ? - ძალიან მარტივია, ხალხმა გადაწყვიტა ხელისუფლების ცვლილება. ვინც ქართულ ოცნებას შეუქმნის კოალიციას, ის ოპოზიცია არ იქნება, ის იქნება ქართული ოცნების დანამატი" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ მედიასთან კოალიციური მთავრობის შესახებ გუშინ ისაუბრა. მთავარსარდლის მოსაზრებით, თუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მართვის სადავეებს კოალიცია აიღებს, "ოცნებას" აქვს შანსი, რომ ძალაუფლებაა მათთან ერთად გაიყოს. ზურაბიშვილი აანონსებს, რომ თავად პრეზიდენტობის ვადიის ბოლო დღემდე, ათონელის რეზიდენციაში დარჩება.