ვითომ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ - მამუკა მდინარაძე

07.03.24 14:12
ვითომ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებს - მამუკა მდინარაძემ დღეს სალომე ზურაბიშვილს "ვითომ პრეზიდენტი" უწოდა. 

"ქართულ ოცნებაში" ისევ ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის სურვილი იყო,  ცესკო ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ემართა: 

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩაბმულია ამ მდაბიო ბრძოლაში. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვება მოიპოვონ. ერთადერთი გზა აქვთ, ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დააყენონ. ყველაზე კარგი დარტყმის ობიექტია ცესკო და მისი თავმჯდომარე. იმასაც კი კადრულობენ, რომ მის გარდაცვლილ მამას ბიოგრაფია გაუყალბეს. მათი ბრძოლა იქნება არა არჩევნების მოსაგებად, არამედ ცესკო-ს და არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. მათ ამ სიბინძურეს ქართველი ხალხი არ გაატანინებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

მსგავსი სიახლეები