ხელისუფლება ხელფასებს იზრდის - პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

07.03.24 14:40
ხელისუფლება ხელფასებს იზრდის - პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

77-მა დეპუტატის მხარდაჭერით, პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

 პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები და მათი მოადგილეები მომავალი წლიდან  იმაზე ბევრად მეტს აიღებენ, ვიდრე აქამდე. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დაწესებული იქნება ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ხელფასს მაღალი თანამდებობის პირები თავად დაინიშნავენ. "ოცნების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნებსაც.

"ოცნებამ" ბოლო რამდენიმე თვეში სახელფასო პოლიტიკა  უკვე მეორედ შეცვალა. ჯერ იყვნენ დეპუატატები, რომლებმაც ანაზღაურება ლამის გაიორმაგეს და ახლა ამავე დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელფასებზეც იზრუნეს.

მსგავსი სიახლეები