ნავალნი მკვდარია, კარა-მურზა ციხეში პრიგოჟინი პუტინმა თვითმფრინავში ააფეთქა - ექსპერტი

07.03.24 14:56
ნავალნი მკვდარია, კარა-მურზა ციხეში  პრიგოჟინი პუტინმა თვითმფრინავში ააფეთქა - ექსპერტი

 პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე - ამის შესახებ  ექსპერტმა რუსეთის საკითხებში ჯილ დოჰერტიმ თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მან რუსეთში მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა გაადგურა ყველა, ვინც მას წინააღმდეგობას უწევდა.  

პუტინი ცდილობს, გაანადგუროს ყველანაირი საფრთხე, რომელიც მას ემუქრება, ის იყენებს ყველანაირ ადმინისტრაციულ რესურსს იმისთვის, რომ შეძლოს მისი ძალაუფლების შენარჩუნება. მალე არჩევნებია, პუტინმა კი მოიშორა ყველა, ვისაც შეეძლო, მისთვის ხელი შეეშალა - ნავალნი მკვდარია, ვლადიმირ კარა-მურზა ციხეში და არის ძალიან ავად, ჩვენ გვყავს ბორის ნაძეჟდინი, პრიგოჟინიც იყო ერთ-ერთი ვინც წავიდა პუტინის წინააღმდეგ, რა გააკეთა პუტინმა, ის გააჩერა და მოგვიანებით, თვითმფრინავში ააფეთქა. ის იშორებს ყველას, ვინც კრემლის წინააღმდეგ მიდის"- ამბობს ექსპერტი. 

ჯილ დოჰერტი თვლის, რომ რუსეთი არ მოვა დასავლეთში ტანკებით, ის მოვა ტრადიციული ღირებულებების და მსგავსი რბილი ძალის საშუალებით, რაც ძალიან სახიფათოა დასავლეთისთვის, რადგან ბევრი ადამიანი შეიძლება გახდეს, ამ მოსაზრებების მომხმარებელი. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ექსპერტის თქმით,  თავშივე სასაცილო იყო იმის ვარაუდი, რომ სანქციებით შეწუხებული ოლიგარქები პუტინის წინააღმდეგ წავიდოდნენ.

მსგავსი სიახლეები