დავით ხიდაშელი საქართველოში რუსეთის დავალებით ჩამოვიდა - სალომე სამადაშვილი

07.03.24 15:49
დავით ხიდაშელი საქართველოში რუსეთის დავალებით ჩამოვიდა - სალომე სამადაშვილი

რა დავალებით ჩამოვიდა პრორუსი ბიზნესმენი საქართველოში? - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ დავით ხიდაშელის "ოცნების" ლიდერთან შეხვედრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქის გუნდი ევტუჩენკოვის მარჯვენა ხელს მაშველ რგოლად იყენებს, რათა კარსმოსული არჩევნები პოზიტიურად გადალახონ.

"ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი "პირველებთან" მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ დავით გარეჯის კამპანიას იხსენებს და აცხადებს, რომ როგორც დავით გარეჯის საქართველოსთვის დაბრუნების პროპაგანდამ არ გაამართლა, ასევე უშედეგოდ დასრულდება "ოცნების" მორიგი კამპანია, რომლითაც მთავრობა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ცდილობს.

სამადაშვილის განცხადებით, ხიდაშელმა მოსკოვიდან "ოცნებისთვის" კონკრეტული დავალებები ჩამოიტანა, რადგან მთავრობამ ძალაუფლების შენარჩუნება კვლავ შეძლოს.

ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ წინა არჩევნებზე ითამაშა რუსეთის დავალებით გარკვეული როლი, როდესაც მოიგონეს რაღაც კამპანია გარეჯთან დაკავშირებით და ამ კამპანიის წარმოებაში დაეხმარა "ქართულ ოცნებას". მე ვფიქრობ, რომ ის ამჯერადაც ჩამოსულია კონკრეტული დავალებებით რუსეთიდან, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, რომ დაეხმაროს საკუთარ მოკავშირეებს დარჩეს ხელისუფლებაში და ამაზე საუბრობდა ბატონ ვოლსკისთან", - ამბობს სამადაშვილი.

კონსპირაციული შეხვედრა ხიდაშელთან - ნახეთ, სკანდალური აუდიოჩანაწერები:

  1. "შევდივართ .... ჩერეზ რუსეთ" - გაშიფრულია გია ვოლსკის და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ჩანაწერი (ვიდეო)

  2. "ფქვილი სად მიდის პოსლე...? - რაზე ისაუბრა ვოლსკიმ ხიდაშელთან (ვიდეო, ნაწილი 2)

 

მსგავსი სიახლეები