ქვეყანაში რუსული პროპაგანდა უკონტროლოდ ვრცელდება - MDF-ის ანგარიში
ქვეყანაში რუსული პროპაგანდა უკონტროლოდ ვრცელდება - ამ დასკვნამდე მესამე სექტორი მივიდა. დაკვირვების შედეგად, "მედიის განვითარების ფონდმა" მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2022 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.
კრიტიკულ ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი იმ ანტიდასავლურ განწყობMDFებს, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყანაში საეჭვოდ გაღრმავდა. მათ შორის საუბარია ხელისუფლების დამხარე ძალის, "ხალხის ძალის" განცხადებების შესახებაც და ხელისუფლების რიტორიტიკა - მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.
ეს ყველაფერი კი, მკვლევარების აზრით, მიზნად დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს, რომლის პირველწყაროც რუსეთიდან მოდის.
კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადად ხდება 5 საფრთხის ინსტრუმენტალიზაცია - ეს არის ომის შიშების გაღვიღება და ამ შემთხვევაში, ისრების გადატანა ხდება არა რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, არამედ ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებზე. ხდება ერთი მხრივ, რუსეთის წარმოჩენა მხსნელად, რომელიც იცავს ჩვენს იდენტობას გარყვნილი დასავლეთისგან და ამ თემებით მანიპულირებას მეტწილად კონსერვატიული ჯგუფები და სასულიერო პირები ახდენენ. თუმცა სხვა შემთხვევაში, თანხვედრა იკვეთება, როგორც ხელისუფლების და მათი მარიონეტი „ხალხის ძალის“, ასევე კრემლისტური აქტორების გზავნილებს შორის,“ - ამბობს თამარ კინწურაშვილი.