ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის მორიგი მაგალითია

07.03.24 15:45
ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის მორიგი მაგალითია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოდესაზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა. მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა, რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა.

ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. [ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას”. – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.

რუსებმა ოდესა გუშინ, იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.

მსგავსი სიახლეები