ხიდაშელი ივანიშვილის მესენჯერი იყო რუსეთთან - დეკანოიძე

07.03.24 15:51
ხიდაშელი ივანიშვილის მესენჯერი იყო რუსეთთან - დეკანოიძე

"ხიდაშელი ივანიშვილის მესენჯერი იყო რუსეთთან", - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე პრორუსი ბიზნესმენის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხით მანიპულირება შეწყვიტოს, რადგან ამით შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ საზოგადოებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მტრებთან, ოლიგარქებთან არის პირდაპირ ხაზზე და როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიმართულებით იყო სწორედ ხიდაშელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, მესენჯერი იყო რუსეთთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პროპაგანდის გავლენის ქვეშ და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხს პროპაგანდისთვის გამოიყენებს იქნება დამნაშავე საქართველოს მოქალაქეების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების წინაშე", - ამბობს დეკანოიძე.

კონსპირაციული შეხვედრა ხიდაშელთან - ნახეთ, სკანდალური აუდიოჩანაწერები:

  1. "შევდივართ .... ჩერეზ რუსეთ" - გაშიფრულია გია ვოლსკის და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ჩანაწერი (ვიდეო)

  2. "ფქვილი სად მიდის პოსლე...? - რაზე ისაუბრა ვოლსკიმ ხიდაშელთან (ვიდეო, ნაწილი 2)

მსგავსი სიახლეები