პაპუაშვილი: ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში

07.03.24 16:32
პაპუაშვილი: ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში

"დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში," - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს.

პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ისევ "ოცნება" უნდა იყოს ხელისუფლებაში იმისთვის, რომ სხვა პარტიამ არ შეიყვანოს ქვეყანა "შეიყვანოს ომში".

ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვემზადევით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ორი მიზეზის გამო - პირველ რიგში, აქედანვე უკვე ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები და მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს ეს არჩევნები. აქაც დარწმუნებული ვართ და ვხედავთ უკვე ამის ყველანაირ ნიშანს, რომ არ აღიარებენ [2024 წლის არჩევნების შედეგებს]. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზემყარი უმრავლესობა პარლამენტში, რომ რაიმე კითხვის ნიშანის საბაბიც არ ჰქონდეს ვინმეს პარლამენტში, და მეორე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა [ქართული ოცნებისთვის] ქართველი ხალხის ინტერესშია იმიტომ, რომ ეს იქნება მყარი გზავნილი ყველას მიმართ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, შეიყვანოს ეკონომიკურ კატასტროფაში და დახიოს უკან, რაც გვექნებოდა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და მისი კლონები რომ იყვნენ მთავრობაში," - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები