ლაზარე, როგორც სინდისის პატიმარი - მარტის აქციებში მონაწილე სტუდენტები პრეზიდენტს ხვდებიან

07.03.24 17:20
ლაზარე, როგორც სინდისის პატიმარი - მარტის აქციებში მონაწილე სტუდენტები პრეზიდენტს ხვდებიან

ყურადღების ცენტრში ახლა ორბელიანების საპრეზიდენტო სასახელეა - რამდნეიმე წუთის წინ ათონელის რეზიდენციაში 7-8 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტები მივიდნენ.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები პრეზიდენტს ხვდებიან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი სტუდნეტებს ეტყვის, რა როლი მიენიჭებათ მათ, ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევბებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროეცესში. 

თავის მხრივ, პრეზიდენტთან საკუთარი გზავნილით მივიდნენ ახალგაზრდები - ამბობენ, რომ ქვეყანას სინდისის პატიმარი ჰყავს ლაზარე გრიგორიადისის სახით.

სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწვია, რომ ვისაუბროთ გასული წლის ამ მოვლენებზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გასული წლის მოვლენები იყო გარანტი იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დღეს ვისაუბრეთ ამ და სხვა საკითხებზე, რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც სინდისის პატიმარია დღეს და მსხვერპლი გახდა მარტის მოვლენების, აბსურდული ბრალდებით ზის ის ციხეში და აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხსაც,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.


 

მსგავსი სიახლეები