სკანდალური შეხვედრა პუტინის კაცთან - რაზე ესაუბრებოდა ვოლსკი ხიდაშელს?

07.03.24 20:01
სკანდალური შეხვედრა პუტინის კაცთან - რაზე ესაუბრებოდა ვოლსკი ხიდაშელს?

 

"ქართული ოცნება" გეგმებს რუსეთთან შეთანხმებით ალაგებს. ამჯერად პუტინის კაცთან მომლაპარაკებელი  ხელისუფლების რიგითი წევრი არ არის. კრემლის კარზე დაწინაურებულ ბიზნესმენთან კონსპირაციულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მივიდა. პროგრამულად დამუშავების შედეგად გაშიფრულია გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის საუბრის ორი ფრაგმენტი. საიდანაც გავიგეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა მოქმედების შესახებ კრემლში წინასწარ  იციან.  

სკანდალური შეხვედრის შემდეგ კრემლის შუამავალი ხიდაშელი საჯარო სივრციდან გაქრა. გია ვოლსკი კი მთელი დღე თავის მართლების რეჟიმშია. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბევრი რამ თქვა, მაგრამ ბევრიც დამალა. რუსეთს საქართველოსთან სატრანზიტო გზის გაჭრა და აფხაზეთის ჩართულობით კონფედერაციის შექმნა უნდა. ეს იყო ის, რაც ვოლსკიმ საჯაროდ მოყვა, თუმცა ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საუბარი ბევრ სხვა საკითხსაც შეეხო. ხელისუფლების მაღალჩინოსანი და კრემლის ნდობით აღჭურვილი პირი, სავარაუდოდ, ერთმანეთთან ათანხმებენ რუსეთიდან ფქვილის შემოტანის სქემას.

მსგავსი სიახლეები