პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობაზე აქტიურად საუბრობს - რა გზავნილები აქვს ზურაბიშვილს

07.03.24 20:10
პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობაზე აქტიურად საუბრობს - რა გზავნილები აქვს ზურაბიშვილს

 

საქართველოს პრეზიდენტი "ოცნებას" მიანიშნებს, რომ ძალაუფლებას უნდა დაემშვიდობოს, თუმცა აქვე ანუგეშებს და უტოვებს იმედს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდი რადარებიდან არ გაქრება და კოალიციურ მთავრობაში წარმომადგენლები მასაც ეყოლება. დასავლეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა დააზუსტა ერთი დეტალი - კოალიცია შესაძლოა, ოცნებამაც შექმნას.

კოალიციური მთავრობა პრეზიდენტის სასურველი შედეგია, თუმცა "ოცნება" ამის თეორიულ შანსსაც კი არ უშვებს. ერთადერთი ვერსია, რასაც ივანიშვილის გუნდი ახლა განიხილავს, 2024 ის არჩევნების დამაჯერებელი მოგება და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა. რა ხდება შემდეგ თუ ოცნება ამ შედეგზე ვერ გავა? ივანიშვილის გუნდი კოალიციურ მთავრობას სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შექმნის. ოცნებასთან თანამშრომლობას ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები