ერთი წელი მარტის აქციებიდან და შეხვედრა პრეზიდენტთან
პრეზიდენტის პოლიტიკური განაცხადი. დღეს სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტები ვინც მარტის აქციების დროს ქუჩაში იდგნენ ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში მიიწვია. წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონას და სპეცრაზმის წინ მდგარი ახალგაზრდებს, სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ ბრძოლა რომელიც მათ ერთი წლის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ დაიწყეს, არ დასრულებულა. წინ შემოდგომის გადამწყვეტი არჩევნებია. ამ სვლით ზურაბიშვილმა დღეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თაობას, რომელიც მზად არის ყველაზე ხმაურიანი მეთოდებითაც კი ოლიგარქის პარტიას უკან დაახევინოს.
ერთი წელი მარტის აქციებიდან. დღეს ახალგაზრდებმა ვინც პრეზიდენტს შეხვდა, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება სთხოვეს. გააფორმეს მემორანდუმიც , რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მთავარი იდეის ერთგულება - ბრძოლა ევროპული მომავლისთვის. დარბაზში დღეს ის ხალხი იჯდა, რომელიც ერთი წლის წინ ვერც წყლის ჭავლით და ვერც მხუთავი აირით შეაშინეს.