"ოცნება" ვენეციის კომისიის წინააღმდეგ

07.03.24 20:34
"ოცნება" ვენეციის კომისიის წინააღმდეგ

 

"ოცნება" საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვენეციის კომისიაში არ გადააგზავნის. მმართველ პარტიაში არ აინტერესებთ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები. ახლა ივანიშვილის გუნდს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთპარტიული მმართველობა ოფიციალურად გაიფორმოს.

ამ პროცესში კი "ოცნებას" გზად ევროპის საბჭოს მონიტორინგის კრიტიკა წამოეწია. "საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს" - წერია დასკვნაში, რის გამოც ევროპული საბჭო მოუწოდებს ივანიშვილის გუნდს, რომ დააპაუზოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა იქამდე, ვიდრე ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხელახლა არ მოისმენს.

მსგავსი სიახლეები