სადაც შევხვდები, იქ გაილახება, ციხეში მჯდარი კაცის გალახვას შინაარსი არ გააჩნია - ხვიჩია

07.03.24 21:09
სადაც შევხვდები, იქ გაილახება, ციხეში მჯდარი კაცის გალახვას შინაარსი არ გააჩნია - ხვიჩია

"სადაც შევხვდები, იქ გაილახება, ციხეში მჯდარი კაცის გალახვას შინაარსი არ გააჩნია", - ამ განცხადებას გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია "რეაქციაში" აკეთებს.

იაგო ხვიჩია ისევ იმეორებს, რომ მასზე თავდამსხმელს ფიზიკურად ისევ გაუსწორდება. ხვიჩია ამბობს, რომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ერთ-ერთი მიზეზი კი ამის სასამართლოს მიმართ უნდობლობაა. 

არ ვთანამშრომლობ - იმას ნიშნავს, რომ ეს საჯარო ბრალდების საქმეა, ხელისუფლებას ისედაც აქვს ბერკეტები საქმე გამოიძიოს და ვინმეს დასჯა თუ უნდა, დასაჯოს. ჩვენ არ ვართ ამის ინიციატორები, ჩვენ უარი ვთქვით ყოველგვარ ექსპერტიზაზე, უარი ვთქვით დამნაშავის დასახელებასა და ამოცნობაზე, ზოგადად, არ მინდა ამ ყველაფერში მონაწილეობა. ზოგადად, ეს რომ გასალახია, ფაქტია, სადაც შევხვდები, იქ გაილახება, ციხეში, ალბათ, ვერ შევხვდები, ციხეში მჯდარი კაცის გალახვას შინაარსი არ გააჩნია.
ჩვენ გვეცოდება, გასალახი შეიძლება იყოს, მაგრამ წლები ციხეში გამოსაკეტი ჩხუბის და ცემის გამო არ მგონია, უბრალოდ, თუ ვინმე მართლა დასასჯელია, არის მამა შალვასნაირი პროპაგანდისტები, რომლებიც შუღლს აქეზებენ მოქალაქეებში და ყოფენ მათ, თითქოს, იციან მათ გირჩის საბუთი სატანასთან მიიყვანს თუ ღმერთთან. ეს არის მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში, თორემ ვის არ უჩხუბია.

დღეს გირჩის ბაბლი აქტიურობდა და მომიწოდებდნენ, რომ მზად იყვნენ ჩემთან ერთად გაელახათ ეს და მისი მეგობრები, თუ ვინმე ჰყავდა მისნაირი სულელი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ 500 კაცი ამას და მის სამეგობროსაც გავლახავთ ერთობლიობაში.

რამე არ შეეშალოთ, გირჩის ოფისი სხვა ოფისი არ ეგონოთ, ეს მინდა გავაფრთხილო, ამიტომ არის ეს მეორეჯერ კარგად გასალახი, ვემუქრები, აუცილებლად გავლახავ, თუ არ მოვა და ბოდიშს არ მოიხდის, თუ რა თქმა უნდა, ციხეში არ ჩასვეს, აუცილებლად გაილახება. ისე გაილახება რომ არაუშავს, მაგიტომ არ ვითხოვ მის დაჭერას, რომ იგივეს ვუპირებ,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
 

მსგავსი სიახლეები