ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 პროცენტის გადამლახავ სტრუქტურებში - გოცირიძე

07.03.24 22:48
ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 პროცენტის გადამლახავ სტრუქტურებში - გოცირიძე

"ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 პროცენტის გადამლახავ სტრუქტურებში" - ამ განცხადებას "რეაქციაში" რომან გოცირიძე აკეთებს.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, სად იქნება ის არჩევნებისთვის, მოიაზრებს თუ არა თავს მელია-გვარამიას პარტიაში, გოცირიძე ამას პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება უნდა მოახერხონ გამარჯვებისთვის.

ყველა პარტია, გარდა ენმ-სა და გახარიას პარტიისა, ლელოსა და ორი ნიკას პარტიის გამოკლებით, ყველა პარტია ვინც ამბობს, რომ გავდივართ ცალკე, ის ვერ გადალახავს ბარიერს ათასი პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოტივით, როცა იცი, რომ ვერ გადალახავ, ხელს უწყობ, ნებსით თუ უნებლიედ, შენი ოპოზიციური ხმებით ქართული ოცნების ხელისუფლებაში დატოვებას.
გამოიკვეთა კიდევ ორი პარტია, ერთი, ლელო, რომელიც შეიძლება გახდეს მიზიდულობის ცენტრი და რომელსაც უჩნდება შანსი 5-პროცენტიანი ბარიერის დაძლევის და მეორე, გვარამია-მელიას პარტია.
ეს ორი პარტია უახლოვდება, შესაძლებელია, გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი, მერე რა, რომ გადალახა ლელომ 6 პროცენტი, ორი ნიკას პარტიამ 6 პროცენტი, გახარიას პარტიამ 6 პროცენტი, ანუ 18 პროცენტი, ენმ-მ 20 პროცენტი, 38 პროცენტი არაფერი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, ამიტომ საჭიროა დიდი, მძლავრი მესამე მთავარი პოლიტიკური ძალის შექმნა, მაგრამ უკვე ჩანს, რომელი პარტიებია პოტენციურად თავსებადი.
ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 პროცენტის გადამლახავ სტრუქტურებში, რომელიც პარლამენტში 60 კაცის სახით იქნება წარმოდგენილი, როგორც დღეს,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები