შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობდა პრემიერის გაუფრთხილებლად დატოვა
წმენდის ახალი სერია საქართველოს მთავრობაში - შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობდა დატოვა. მიხეილ შაყულაშვილმა საკუთარი კაბინეტი უკვე დაცალა, თან ისე, რომ ჯერ სამსახურიდაან წასვლის განცხადებაც კი არ დაუწერია.
"პირველებთან" საუბარში შაყულაშვილი ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერმინისტრი არც კი გაუფრთხილებია. შაყულაშვილიც ღარიბაშვილის კადრად ითვლება. ის გუბერნატორად სწორედ ექსპრემიერიმა დანიშნა.
შაყულაშვილი ამტკიცებს, რომ გააწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და ღარიბაშილს არ გაჰყოლია.
გუშინ ავედი და ვთხოვე, რომ იქნება გამიშვათ. ჩემს ხელმძღვანელს ვთხოვე. და უშუალოდ პრემიერთანა ხვიდე და უთხრა, იცი, რა, მე ხვალ მივდივარ, მას არ ხდება. შესაბამისი დეპარტამენტია და შესაბამის დეპარტამენტთან გავიარე ეს ყველაფერი. ვკითხე, თუ იყო შესაძლებელი კერძო სექტორში გადასვლა. სიტყვიერად დამიდასტურეს ამ ეტაპზე. დღეს მივედი, თათბირი ჩავატარე, ავუხსენი თანამშრომლებს ეს ყველაფერი, მათ შორის, მერებს. ამის შემდეგ ჩავალაგე ნივთები, მოვიტანე სახლში. ხვალ ახლა, დასვენების დღეა, 8 მარტია, თუ იქნებიან, მივალ, დავწერ განცხადებას, თუ არ იქნებიან, ორშაბათს მივალ - დავწერ. თუ საჭირო გახდება, დამიბარებენ, კიდევ ერთხელ გავივლით. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი, ვაკეთებ იმას, რაც მსურს, - ამბობს შაყულაშვილი.
ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ მნიშნელობა არ აქვს, კლანის რომელი წევრი დაიკავებს აღნიშნულ თანამებობას, რადგან შიდა ქართლისთვის არაფერი შეიცვლება. ამის გარდა ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ შაყულაშვილის შემდეგ პოსტები ღარიბაშვილის სხვა კადრებმაც დატოვონ.
ერთი კლანის წარმომადგენელს შეცვლის კლანის მეორე წარმომადგენელი. რეალურად, შიდა ქართლისთვის არაფერი შეიცვლება. მოსახლეობა ისევ ისე ვიქნებით და ახლაც ვიტყვი, გვყავდა თუ არა გუბერნატორი, ბევრმა ისიც არ იცის. ელემენტალურად, მას არ ჰქონდა მიღების საათები, რომ მისულიყო რომელიმე მოქალაქე და მას თავისი გასაჭირი ეთქვა. ასე რომ, ველოდოთ არა მარტო გუბერნატორის წასვლას, მე როგორც ვიცი, უკვე შიდა კადრიც შეიცვლება და რა თქმა უნდა, მერიის რამდენიმე თანამშრომლებიც გაჰყვება მის კვალს. არსებობს ინფორმაცია, რომ მოადგილე მერის, ღვინიაშვილიც დაწერს განცხადებას და წავა, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ისიც იყო ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენელი, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.
ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ კვირის ბოლომდე სრულად დაკომპლექტდება როგორც მინისტრთა კაბინეტი, ასევე ვაკანტური პოსტები მთავრობის ადმინისტრაციაში.